ანალიტიკოსი, ნიკოლოზ ლოლაძე დუგინის ქალიშვილის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ყველაზე კარგად თავად დუგინს ესმის, რომ ეფესბემ – მისივე სათაყვანებელი რუსეთის ცოფიანმა ცერბერმა – მოუკლა შვილი. საჭირო გახდა უკრაინისადმი ზიზღის კიდევ უფრო აგიზგიზება… ზვარაკი გვინდაო… ვინ… ვინო… და ა… აგერ არ არის ეს ჩვენი მობერებული გიჟ-პროფესორა? შვილიც ჰყავს “შაყუარელი” – შეეცოდება ხალხს, აწიკვინდება, ადუღდება ადრენალინ-ტესტოსტერონი…
წევს ახლა ეს შენი დუგინი, შემთხვევით ცოცხალი, გულის შეტევით და ფიქრობს… პასიონარული ელიტების ბედზე… ან, რა ვიცი, რაზე ფიქრობენ ასეთ დროს…
ჯოჯოხეთია, მა რაა. ერჩივნა ალბათ თავადაც ყოფილიყო იმ მანქანაში…
მარა ალალია, კოსმოსური სარკაზმი გამოსჭვივის ამ ამბავში, ვოლანდის ღიმილი…
ვოლანდი კი რაღაცნაირად გვესიმპატიურება ყველას, აღიარეთ“