Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემს ფოტოს დებდნენ მამა გაყიდაო, ჩააბარა, გადააგდოო”, მძიმედ გადავიტანე ეს, მაგრამ, ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი” – ნანიკო ხაზარაძე

August 17, 2022
“ჩემს ფოტოს დებდნენ მამა გაყიდაო, ჩააბარა, გადააგდოო”, მძიმედ გადავიტანე ეს, მაგრამ, ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი” – ნანიკო ხაზარაძე

„მე ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს, მაგრამ ახლაც მივიჩნევ, რომ ყველაზე სწორად მოვიქეცი, ეს ვითარება ჩემს ცხოვრებაში ხელმეორედ რომ გაჩნდეს, მე ისევ ასე მოვიქცევი“, – განაცხადა ნანიკო ხაზარაძემ „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუში, როდესაც მამამისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.

ნანიკო ხაზარაძემ დაახლოებით ერთი წლის წინ, დემენციით დაავადებული მამა ოჯახურ პანსიონატში მიიყვანა.

როგორც „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ამბობს, ცდილობდა მამისთვის სახლში შეექმნა ყველა პირობა, რათა ამ დიაგნოზთან ერთად კომფორტულად ეცხოვრა [მამამისს], თუმცა ნანიკო ხაზარაძის სიტყვებით, „არ გამოვიდა, რადგან ის მუდმივად ვიღაცას ან რაღაცას ებრძოდა“.

„მამა ნელ-ნელა დამ­ძიმ­და, მომ­ვლე­ლი კი ჰყავ­და, ვცდი­ლობ­დით კომ­ფორ­ტუ­ლად ეცხოვ­რა, მაგრამ არ გა­მო­ვი­და. გა­უ­საძ­ლი­სი იყო მარ­თლა ყოფა. სახ­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ტა­ნე, რაც მამას­თვის სა­ში­ში იყო. ბო­ლოს გა­სა­ღე­ბიც წა­ვარ­თვი და გა­მოვ­კე­ტე ადა­მი­ა­ნი. ეს ჩემ­თვის ძალიან მძი­მე იყო. ამ დროს მე და­ვი­წყე ძებ­ნა ამ ტი­პის სახ­ლე­ბის. ჩვენ მდი­და­რი ფან­ტა­ზია გვაქვს და ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი არის ის, რაც ვი­ცით. მე ასეთ სახ­ლებ­ში ბევ­რად კარგ პი­რო­ბებს ვე­ლო­დი. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ პი­რო­ბებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თუმ­ცა ძა­ლი­ან კარგ სახ­ლშია მამა, მაგ­რამ მე მა­ინც სხვა წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.

რო­დე­საც მი­ვიყ­ვა­ნე, დამ­ძა­ბა იმ გა­რე­მომ რაც დამ­ხვდა. ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღეს მამა და იქ ის ძა­ლი­ან დამ­შვიდ­და. იქი­დან არც ერთხელ არ გაქ­ცე­უ­ლა და მივ­ხვდი, რომ ეს ის არის, სა­დაც არის მამა. ყვე­ლა­ზე მძი­მე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ და­ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს.

როცა მამა იქ წა­ვიყ­ვა­ნე, თა­ვი­დან ერთი კვი­რა, ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი გა­ჩერ­და ანუ დღე­ში ათა­სი ზარი არ შე­მო­დი­ო­და, რო­მე­ლიც მთხოვ­და, გა­ხა­რია გა­მეყ­ვა­ნა სახ­ლი­დან, ან მებ­ნე­ბო­და, რომ ია ფა­რუ­ლა­ვა იყო სახ­ლში, რად­გან მას ტე­ლე­ვი­ზი­ით ხე­დავ­და და ასე შემ­დეგ… შემ­დეგ იყო ის, რომ იმოქ­მე­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა აზ­რმა. ჩემს შეგ­რძნე­ბებ­ზე ეს მა­ინც მოქ­მე­დებ­და. ახ­ლაც ძა­ლი­ან მი­ჭირს იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვიცი, მა­მამ იქ უნდა და­ას­რუ­ლოს სი­ცო­ცხლე. ვცდი­ლობ­დი ყვე­ლას­თვის ამეხ­სნა, ასე რა­ტომ მო­ვი­ქე­ცი”, – ამბობს ნანიკო.

როგორც ნანიკო ხაზარაძემ აღნიშნა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების ახსნას ფეისბუკ გვერდზე დადებული პოსტით შეეცადა, თუმცა ამბობს, რომ ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა:

“ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა.

შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი. ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავებისგან. ზოგმა ჩემი ფოტო გამოსდო სოციალურ ქსელში წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა, ჩვენ წამოვიყვანთ მას და არ დავუტოვებთ, სასამართლოს გზით წავართმევთ.

მივმართე სასამართლოს, სოციალურ სააგენტოს და ძალიან სწრაფად, მე ოფიციალურად მომანიჭეს მხარდამჭერის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე მამას ვერავინ ვეღარ წამართმევდა.

გარდა იმისა, რომ უნდა მომეგიერებინა ძალიან დიდი უარყოფითი ტალღა, მე დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ მამას არ წამართმევდნენ და ეს სწრაფად გავაკეთე.

ყველაზე ცინიკური რა არის იცით? გავიდა დრო, ყველას დავავიწყდი, როგორც კი გაქრა ლანძღვა, მივხვდი, რომ მამასთან ერთად პანსიონატში ზუსტად იმ ოჯახის წევრების ახლო ნათესავები არიან, ვინც მე მლანძღავდნენ“, – თქვა ნანიკო ხაზარაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
  • მძღოლები 2000 ლარით დაჯარიმდებიან – მნიშვნელოვანი ცვლილება კანონში
  • 🎥”შენმა დედამ უნდა თქვას, შვილი გავზარდეო” – სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge