უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და კიროვოგრადის რეგიონის საკრებულოს დეპუტატს, საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, სერგეი კოვალენკას მიმართავს:
“მოგესალმებით, მე გახლავართ უკრაინის სახალხი გმირი ვანო ნადირაძე. მინდა მივმართო კიროვოგრადის რეგიონის საკრებულოს დეპუტატს, საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, სერგეი კოვალენკას. თქვენ რამდენიმე თვის წინ დაგვპირდით, რომ მოინახულებდით ალექსნადროვის ონკოდისპანსერს და დაეხმარებოდით მათ ყველაფრით, რაც სჭირდებათ.
მოგიწოდებთ შეასრულოთ თქვენი სიტყვა და დაეხმაროთ დისპანსერს. საჭიროა თქვენი დახმარება, რადგან ხსენებული ონკოდისპანსერი არის ადგილი, სადაც განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფები არიან. ღმერთმა დაიფაროს, რომ იქ თქვენი ნაცნობები, ან ახლობლები მოხვდნენ. ამ დაწესებულებამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, თავისი ექიმებით და მედიკამენტებით. რატომ ხდება ისე, რომ სხვა დისპანსერებზე მილიონობით გრივნა იხარჯება და ამ დაწესებულებაზე არცერთი კაპიკი.
ომი დასრულდება, უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ ბიუროკრატიის წინააღმდეგაც ვიბრძოლებთ, რომელიც დღეს ქვეყანაშია. სწორედ ამიტომ ბატონო სერგეი, შეასრულეთ თქვენი პირობა და ესტუმრეთ ალექსანდროვის დისპანსერს, შეასრულეთ ყველაფერი, რასაც ამბოდით. დიდება უკრაინას…ჩვენ გავიმარჯვებთ”, – ამბობს ვანო ნადირაძე.