გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 24 წლის პილოტი ანდრო ქუჯოშვილია. მან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი დაამთავრა და მფრინავად მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა.
“თვეების დაწყებული ჰქონდა სამსახური. ბოლო კომუნიკაცია გუშინწინ მქონდა, ქორწილში უნდა წასულიყო სამსახურის შემდეგ, ბათუმში. ვეღარ წავიდა. პოლიცია დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ახლა მიმდინარეობს ამოცნობა გარადაცვლილების” – განუცხადა “ტვ პირველს” გარდაცვლილი პილოტის ბიძამ.
შეგახსენებთ, გუშინ, გუდაურში, პარალპლანისტი ტურისტთან ერთად კლდეს შეეჯახა. მათ გადასარჩენად ადგილზე მისული ვერტმფრენი კი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია ტურისტი.