“ჩემო საყვარელო ადამიანებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ზღვა კეთილი სურვილებისთვის რასაც მე და ჩემი ლიზა დღემდე ვღებულობთ თქვენგან… ძალიან ვაფასებ და მახარებს ყოველი თქვენი თბილი სიტყვა!… ღმერთმა ყველას დაგიბრუნოთ ის სიკეთე რასაც გასცემთ ასმაგად… ბევრს არ დავწერ იმაზე რაც “ატყდა” სოც-ქსელში იმ პოსტზე, რომელიც დაწერა ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, თუმცა გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წთ. სამწუხაროა და ცოტა უხერხულიც, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვინც სწორად გაიგეთ რაც მოხდა და თქვენი პოზიციაც დააფიქსირეთ.
პ.ს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქორწილის ორგანიზატორებს და მთელს გუნდს ვინც ენერგია არ დაიშურა რომ ეს დღე მაქსიმალურად ლამაზი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო”.
აღნიშნულის შესახებ ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, მანამდე ფოტოგრაფმა დავით ჭელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებდა, რომ ქორწილში გადამღები ჯგუფი საჭმლის გარეშე დატოვეს.