Tuesday, July 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

300-ლარიანი დახმარების შესახებ შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

December 21, 2020
საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ერთჯერად, 300-ლარიან დახმარებაზე მომხმარებელთა მიერ უკვე 83 173 განაცხადი დარეგისტრირდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე. კერძოდ, პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას. პირველადი ელექტრონული განცხადების წარდგენა 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მასთან, კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge./ ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. გვსურს მადლობა გადავუხადოთ იმ ბიზნეს სუბიექტებს/კომპანიებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, კუთვნილი კომპენსაციების სწრაფად და შეუფერხებლად მიღებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • “ჰყოლია შვილი, რასაც ასაიდუმლოებს” – ვისზე წერს რომან გოცირიძე?
  • “ახლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ აქედან”- ნიკოლოზ კახეთელიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge