ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა. ამის მიზეზი კი შემდეგი მახასიათებლები გახდა:
- ანტიქართული განწყობებისა და ქვეყნის საწინააღმდეგო, არაპატრიოტული სულისკვეთების გაღვივება
- ისტორიის ზედმიწევნით დამახინჯება და ეროვნული გმირების შეურაცხყოფა
- ჩვენი ქვეყნისადმი სიძულვილის ენა და ყოველი ქართული კულტურული, თუ სულიერი მემკვიდრეობის დაკნინების მრავალგზის მცდელობა
„მოგეხსენებათ, ჩამონათვალი მცირე მახასიათებელი გახლავთ, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის სრული ნამოქმედარის, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ამტკიცებს სხვადასხვა სამაუწყებლო, თუ სხვა, მის ხელთ არსებული საშუალებებით…
ლევან ბერძენიშვილი, თავისი აგრესიული ვიდეო თუ ტექსტური მიმართვებით, გამოირჩევა საქართველოსადმი სიძულვილის და ნეგატიური განწყობების გაღვივებით.
ამგვარ პირს, ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს სტუდენტებთან კონტაქტის უფლება საგანმანათლებო კუთხით, რადგან მისი, ჩვენი ქვეყნისადმი საწინააღმდეგოდ მომართული აგრესიული სახის პროპაგანდა, ნამდვილად ნეგატიურად ზემოქმედებს ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობაზე. სწორედ ამის გამო, იგი უნდაი ყოს ჩამოცილებული განათლების სფეროს!
ვფიქრობ, ეს არის ჩვენი საერთო პრობლემა და ამგვარი პეტიციის აღსრულება, თითოეული ქვეყნის მოყვარული მოქალაქის ვალია, რათა ავარიდოთ სტუდენტები და ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამგვარი მახასიათებლებით გაჟღენთილ ლექტორ-მასწავლებლებს…“ – ნათქვამია პეტიციაში