მომღერალ აჩი მეფარიძეს მოქალაქე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ლელა ჯუღელი “კურიერთან” სატელეფონო საუბარში ჰყვება, რომ შემთხვევა ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. კონფლიქტის მიზეზი საავტომობილო მოძრაობა გახდა, რამაც გადაადგილება შეაფერხა.
როგორც ლელა ჯუღელი “კურიერთან” საუბრისას ამტკიცებს, რომ ამ ფაქტით გაღიზიანებულმა მომღერალმა მას ჯერ შეაგინა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
“არანორმალური სიტყვებით მლანძღა, ასეთი დაბნეული და შეშინებული არასდროს ვყოფილვარ. არა მომცა საშულება, რომ კარი გამეღო, ჯერ წიხლი დაარტყა მანქანას, შემდეგ კარი გამოაღო, ჯერ ხელი დამარტყა – სილა და შემდეგ მუშტი”, – ამბობს “კურიერთან” საუბარში ლელა ჯუღელი.
ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. თავად მომღერალი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.