პიტერ აკერმანი, IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრი და „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფრომაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ეხმაურება:
“ძალიან დიდი კაცი დაიღუპა, პიტერ აკერმანი. მასთან ორდღიანი ურთიერთობა ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. საშინლად დამწყვიტა გული. RIP”, – წერს კვესიტაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
75 წლის აკერმანის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
პიტერ აკერმანმა დოქტორის ხარისხი ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში, ტაფტსის უნივერსიტეტში მიიღო. ის სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ ორი მნიშვნელოვანი წიგნის თანაავტორი გახლდათ.
აკერმანმა ხელი შეუწყო რამდენიმე წარმატებული სერიალის კონტენტის შემუშავებას და რედაქტირებას, მათ შორის სერბი დიქტატორის სლობოდან მილოშევიჩის შესახებ დოკუმენტურ ფილმს „დიქტატორის ჩამოგდება“.
ის, ასევე, გახლდათ Freedom House-ის თავმჯდომარე, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის თანათავმჯდომარე, ატლანტიკური საბჭოს საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
ცნობისთვის, პიტერ აკერმანი რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა და ოპიზიციის ლიდერებს შეხვდა.