ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში წერს:
“სანამ ჩვენ ქართული კინოს წარსულზე ვდაობთ, უკვე ნათელია როგორი იქნება ქართული კინოს მომავალი.კინოცენტრში კონკურსის გასაუბრებაზე მისულ მონაწილეებს ახალი ჟიური დაახვედრეს. თანაც ისე, რომ ძველი ჟიური არც გაუფრთხილებიათ.
ახალი ჟიურის წევრებს არ ჩამოვთვლი. მათი სახელი ლეგიონი ნამდვილად არაა. ხალხი ბევრი არ ჰყავთ – ერთგული და თავის მქნეველი… ჰოდა, ვინც დარჩათ ისინი შეიყვანეს.
ოდესღაც, ჩემი ღრმა რწმენით, პროვინიციალიზმისგან ყველაზე თავისუფალი ქართული ხელოვნება – კინემატოგრაფი გახდა ერთი პატარა გენერლის “ბუტკა” …
შევიდა ქალი “ბუტკაში” და ქართული კინოს მომავალი გადახაზა.”ჯარისკაცის მამა” კი არა, “პეპელა” მოგვენატრება მალე“, – წერს გვახარია “ფეისბუქი” – ს პირად გვერდზე.