თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის, მამა შალვა კეკელიამ მოინახულა და დაჩოქილმა ლოცვა წაუკითხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “იმედი”- ს ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური წერს.
დაშავებულ ბავშვს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება:
“დღეს 8 წლის დათის სანახავად ვიყავით. მამა შალვა კეკელია მოვიდა და დაჩოქილმა წაუკითხა ლოცვა. დათი სიცოცხლისთვის იბრძვის და აუცილებლად უნდა გადარჩეს! მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ
ანგარიშის ნომერი:
#GE05TB7962745064300024 #GE90BG0000000101545483″, – წერს ვარლამ წიკლაური “ფეისბუქი” – ს პირად გვერდზე.