რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მსახიობი ლაშა გურგენიძე იმ ფოტო-პერფორმანსით გამოეხმაურა, სადაც აღწერილია ომის სასტიკი რეალობა.
ფოტოები გადაღებულია – Makho Max Shergelashvili -ს მიერ
“მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია ტკივილი ხილული გახადოს, ვიზუალური გახდეს და მე ეს ტკივილი ასე გამოვსახე!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!
გაძლიერდით უკრაინელებო!
საქართველო თქვენთან არის!
თქვენ გაიმარჯვებთ ამ ბოროტებასთან ომში!“, – წერს ლაშა გურგენიძე სოციალურ ქსელში.