უმრავლესობის მიერ ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ირონიული სახის პოსტით ეხმაურება:
“ოპოზიციამ გადატრიალება დაგეგმაო, “ოცნება” ამბობს და ყველა სიცილით მოვკვდით… ჯერ ერთი, სახალხო და ღია შეხვედრებზე გადატრიალების და ამბოხების დაგეგმვა რანაირად ხდება, ეს ვერ გავიგე (სრული აბსურდი და სისულელე) და მეორეც, რაის გადატრიალების მომწყობია ეს ოპოზიცია, თავისი გაჭირვებიათ. ჭიკაიძის საბურავების რევოლუციასავით ანეგდოტები არიან ეს ქოცები…” , – წერს გრიგოლია “ფეისბუქი” – ს პირად გვერდზე.