მოდელი, მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, შემდეგი წარწერით:
„ერთი საათით გავედით გარეთ, სახლში დაბრუნებისას ეს საშინელება დაგვხვდა. მადლობა ღმერთს ბავშვებს არაფერი დაუშავდათ. ეს რომ დასცემოდათ დასახიჩრდებოდნენ, ან უარესი რამ მოხდებოდა.
მოუფრთხილდით ერთმანეთს და მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ავი თვალი და ბოროტი ენერგეტიკა აქვთ“,- წერს მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ფოტოდან ირკვევა, დიდი მოცულობის ჭაღი ჭერიდან მოწყდა, რამაც სახლის ინტერიერის ნაწილი მძიმედ დააზინა.