ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო ყოფილი მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“დილა მშვიდობისა მეგობრებო! გუშინ რუსმა ფაშისტებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის და დამცველების წინააღმდეგ! აზოვის მეთაურმა ბილიცკიმ დაადასტურა ზარინის გდმოფრქვევა უპილოტო აპარატიდან! არიან მოწამლულები მშვიდობიანებშიც და მებრძოლებშიც (3 აზოვოდან). მიუხედავად ამისა, ლეგენდარული მარიუპოლი გმირულად დგას და იდგება ბოლომდე! აი, პუტინს და მის ურდოს კი საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს მსოფლიო! ვნახოთ რა რეაქცია იქნება დღეს!
გუშინ კიდევ 1 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და 3 უპილოტო ჩამოუგდეს ჩვენებმა ურდოს! კიდევ დაუბუგეს ტანკები და დაადუღეს ორკები!
გუშინ ითქვა დეფოლტზე! 4 მაისს გაფორმდება ეგ ოფიციალურად!
პუტინ ხანი აშკარად ისტერიკაშია! იჭერს ფსბ-ს გენერლებს, დაიჭირა სურკოვი! კიდევ ბევრს დაიჭერს, სანამ თვითონ დაიჭერენ, ან მოკლავენ!
ამერიკელები უკვე აგზავნიან ახალ მძიმე შეიარაღებას! მათ შორისაა არტილერია და მძიმე ტექნიკა! სლოვაკეთი აპირებს მიგ 29 ების გადაცემას!
უკრაინელები გადაამზადეს ამერიკაში და ლიეტუვაში ახალი შეიარაღების გამოსაყენებლად!
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს პეტრიაშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.