Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“შენ რომ წერა-კითხვა ახლა ისწავლე ეგეთი მაიმუნობის რეალური შინაარსის ამოკითხვა პირველ კურსზე გვაქვს გავლილი – ეს ვირეშმაკული ტექსტი შეაჩეჩე, ვისთანაც გაგსვლია” – სანაია ჯაღმაიძეს

April 5, 2022
“შენ რომ წერა-კითხვა ახლა ისწავლე ეგეთი მაიმუნობის რეალური შინაარსის ამოკითხვა პირველ კურსზე გვაქვს გავლილი – ეს ვირეშმაკული ტექსტი შეაჩეჩე, ვისთანაც გაგსვლია” – სანაია ჯაღმაიძეს

 

“ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან. მიუხედავად ომის სასტიკი „კანონებისა“, მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ჯაღმაიძე, შენ რომ წერა-კითხვა ახლა ისწავლე საპატრიარქოს პრესსამსახურში, ეგეთი მაიმუნობის რეალური შინაარსის ამოკითხვა პირველ კურსზე გვაქვს გავლილი. ეს ვირეშმაკული ტექსტი შეაჩეჩე, ვისთანაც გაგსვლია. ჯერ წავიკითხოთ და მერე გავშიფროთ.

საპატრიარქოს განცხადება:

“ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან.მიუხედავად ომის სასტიკი “კანონებისა”, მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას.

გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა.თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის. დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!”

ახლა გავაანალიზოთ :

● ბუჩა რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილი რომ იყო, ამას ლავროვიც ამბობს. უბრალოდ, ჩვენ არ გვიქნიაო – ამავე ხაზს მიჰყვება საქართველოს საპატრიარქო. ლავროვის სულისკვეთებაში ზის.● რუსებმა რომ ჩაიდინეს, ამაზე დუმს საპატრიარქო.

● ვრცელდებაო ვიდეო და ფოტომასალა. ვრცელდებაო. ჩვენ კი არ ვამტკიცებთ რამეს, უბრალოდ ვრცელდებაო. რომ ვრცელდება, არც ამას უარყოფს ლავროვი.

● გვინდა გულისტკივილი და მწუხარება გამოვხატოთ ტრაგედიის გამოო. ტრაგედიისო – ისეთი სიტყვა შეარჩიეს. არც იქით, არც აქეთ.

● სამხედრო აგრესიაო – ოღონდ არც ერთი სიტყვა ვინაა აგრესორი. პუტინის ხსენება ხომ საერთოდ შიშის ზარს სცემთ, მაგრამ ზოგადად რუსეთის ჯარსაც ვერ ახსენებენ.

● უკრაინასა და მთელ მსოფლიოს მომადლოს მშვიდობაო – გამარჯვებას ვუსურვებთ, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში სიკეთემ გაიმარჯვოს და ეგეთი რამეები ხო ზედმეტია”, – წერს სანაია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
  • მძღოლები 2000 ლარით დაჯარიმდებიან – მნიშვნელოვანი ცვლილება კანონში
  • 🎥”შენმა დედამ უნდა თქვას, შვილი გავზარდეო” – სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge