ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საერთაშორისო ბიბლიოთეკათა ასოციაციიდან რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირეს:
„ბუჩა – სისხლის კალო, რომლის მომკელსაც ეს არასდროს უნდა შევარჩინოთ. ვისაც, როგორც შეგვიძლია, ისე: ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, უკრაინის ასოციაციის თხოვნით, მხარი დაუჭირა საერთაშორისო ბიბლიოთეკათა ასოციაციიდან რუსული ბიბლიოთეკების გარიცხვას, რომლებიც კრემლის პროპაგანდას ატარებენ. ჯერ უმცირესობაში ვართ, მაგრამ მთავარი მოქმედებაა. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!“ – წერს კეკელიძე “ფეისბუქი”-ს გვერდზე.