სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მოხალისედ იმყოფება, “ფეისბუქი”- ს პირად გვერდზე მარიუპოლელი ბავშვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
“ალბათ ბევრმა წაიკითხეთ შემზარავი ისტორია მარიოპოლელი გოგონას შესახებ.
მივაგენი ამ საოცარ გოგოს და მის პატარა ძმას!
თავისი სახელმწიფო არაფერს მოაკლებს, მაგრამ თუ თქვენი ნებართვა მექნება, თქვენივე ჩარიცხული ფულიდან 30 000 გრივნას (1000$) გავუგზავნი და მიიღებს რამდენიმე დღეში.
განსაკუთრებული სიმამაცისთვის! სიყვარულით, ქართველი ერისგან”, – წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.