საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეპერ ლექს-სენს ციხიდან წერილი გაუგზავნა, აღნიშნულს ლექსო ქავთარაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე აქვეყნებს:
“მიშას წერილი!
აქეთ გვამხნევებს, გვაძლევს მაგალითს, წინ დიდი და ბევრი გამოწვევა გვაქვს! ყველას ვალია ამ ქვეყნის გადარჩენა და სამშვიდობოს გაყვანა!
მადლობა მიშა! ერთად უნდა გავიმარჯვოთ! სხვა გზა არ აქვს ქართველ ერს! ვინც იბრძვის მისია გამარჯვებაც!” – წერს ლექს-სენი და ურთავს მიხეილ სააკაშვილის წერილს.
“ლექსო, რა მაგრად ილაპარაკე, შაბათს TV – ში, ბუკიასთან, ეგრე მაგრა ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ საუბრობს. ძალიან მიყვარხარ, მაგარი კაცი ხარ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის”, – წერია სააკაშვილის წერილში.