Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“ერთი რამ მინდა ვთქვა…” – ვახო სანაია

March 16, 2022
დღეს თავისუფლად იტ**აურეთ, ხალხო – სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

“ერთი რამ მინდა ვთქვა. მე მჯერა ჩემი ერის. ვიცი, როგორი ხალხია. უკრაინელებით აღფრთოვანებაც იმას ნიშნავს, რომ თუ თავს დაგვესხმებიან თავისუფლების წასართმევად, ჩვენც შეგვიძლია.

ომი არც ჩვენ გვინდა. არც უკრაინელებს უნდოდათ – ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ომი არ დაწყებულიყო, ყველაფერი და მაინც დაესხნენ თავს. და საერთოდ, ომი სამყაროში არც ერთ ხალხს არ უნდა, მაგრამ თუ მტერი ქვეყნის წასართმევად იბრძოლებს, რა თქმა უნდა, ჩვენც დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ქალებსა და ბავშვებს, ჩვენს ტაძრებსა და სახლებს.

უკრაინელებმა არ სცადეს თავიდან აცილება? სცადეს, ბევრი რამ მოითმინეს, მაგრამ არ უშველა, მტერი რომ შემოვიდა, რა უნდა ექნათ? დაიწყეს სამშობლოს დაცვა. და მტერს დახვდნენ ერთიანები და არა დაქსაქსულები. პოლიტიკური მტრები ერთად დადგნენ, რადგან იციან, ვინ არის ნამდვილი მოწინააღმდეგე; იციან, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს, ყველა უკრაინელი მარცხდება და შიდა პოლიტიკა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა კი არა, ყველაფერი დამთავრდება მათთვის.

რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ესაა ხალხის დაბეჩავება, შეშინება და იმ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ ჩაგვინერგონ, თითქოს ჩვენ ლაჩარი და მშიშარა ერი ვართ; გვეუბნება, რომ რუსები ერთ დღეში მოუგებენ ჩვენს არმიას ომს; ჯარს, რომელმაც 5 დღე იბრძოლა და ქვეყანას გადარჩენის შანსი აჩუქა – მისცა შესაძლებლობა ყველას, რომ ომი შეეჩერებინათ; ხალხსა და ჯარს არწმუნებენ, რომ სამშობლოსთვის კი არ იბრძოლეს, არამედ, რაღაც პროვოკაციაში მიიღეს მონაწილეობა; თურმე თავის მოქალაქეებს ხოცავდნენ ცარიელ ცხინვალში. საკუთარ ჯარს შეურაცხყოფენ, ხალხს შეურაცხყოფენ.

ყოველი წინადადების მერე უნდა დავწერო, რომ საკუთარი ხალხი ომის მოსურნედ არ უნდა გამოიყვანო? უნდა ვუმტკიცოთ თურმე ხელისუფლებას, რომ ომი არ გვინდა!

რატომ უნდა მინდოდეს ომი? რატომ – რომ ოჯახის წევრები დამეღუპოს, მეგობრები, ნათესავები დავკარგო? ეს უნდა ვამტკიცო? რა ნაძირალა უნდა იყო, რომ ხალხს, ვინც ოცნების პოლიტიკას არ ეთანხმება, ომის პარტია უწოდო? როგორ შეიძლება, ამხელა საფრთხის წინაშე შენი ერი დაყო და მოსახლეობის ნახევარზე მეტი აგრესორად გამოიყვანო, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ომში ჩათრევა უნდა და მხოლოდ ქოცები არიან, რომლებიც მშვიდობას უჭერენ მხარს. ნაძირლობაა ეს.

თუ მტერი თავს დაგვესხმება, ვიბრძოლებთ, აბა რას ვიზამთ.

გავიმეორო კიდევ? ომი არ გვინდა! მაგრამ თუ მტერი თავს დაგვესხმება, რა თქვენ არ იბრძოლებთ? აბა, გვითხარით, რას იზამთ ?

ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს. ამ წარსულიდან ბევრი რამ გვახსოვს:

მარო მაყაშვილი – რა არ შეეძლო, არ ებრძოლა? გადარჩებოდა.
ჟიული შარტავა – რა მას არ შეეძლო იქიდან გამოსვლა? შეეძლო, მაგრამ სხვანაირად მოიქცა – სიცოცხლეს გმირული სიკვდილი არჩია.

გურამ გაბისკირია – არასდროს ცხოვრებაშიო და ამ სიტყვებს შეეწირა კიდეც ანუ საქართველოსთვის მოკვდა.

გიორგი ანწუხელიძე – რა არ შეეძლო თავის გადარჩენა? შეეძლო, მაგრამ სხვანაირად მოიქცა.

რომელი ერთი ჩამოვთვალო? – ასე რომ, მოეშვით ამ რიტორიკას. ასე კატასტროფამდე მიიყვანთ ქვეყანას.

ხო, არ დამავიწყდეს – ომი არ გვინდა!”, – წერს ვახო სანაია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
  • მძღოლები 2000 ლარით დაჯარიმდებიან – მნიშვნელოვანი ცვლილება კანონში
  • 🎥”შენმა დედამ უნდა თქვას, შვილი გავზარდეო” – სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge