რუსული პირველი არხის თანამშრომლის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩენას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარინა ოვსიანნიკოვას უკრაინელები, რუსები, ქართველები გაბედული საქციელისთვის მადლობას უხდიან და გმირს უწოდებენ. აღნიშნულს ეხმაურება ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელიც “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე წერს:
“მე არ ვიცი რა გამბედაობა და ძალა ჰქონდა Marina Ovsyannikova-ს ეს რომ გააკეთა.
ერთია რომ, ბევრ შენნაირთან ერთად იბრძვი და მეორე ამ ბოროტების მანქანაში! მარტო დგამ ასეთ ნაბიჯს! პუტინის მთავარ პროპაგანდისტულ არხზე მას წინ აღუდგე გაცნობიერებულად ესაა ალბათ ყველაზე დიდი გმირობა.
ზუსტად იცოდე რა გელის, რომ ციხეში ამოგალპობენ და ჯოჯოხეთს მოგიწყობენ, რომ ვერავინ დაგიცავს და გიშველის!
არც ექსცენტრიული აქტივისტია და არც იქ შემთხვევით მოხვედრილი. სრულად აცნობიერებდა საკუთარ ქმედებას. მოკლედ, დაგვემატა სანერვიულო”, – წერს თეონა ცხომელიძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ერთადერთი რუსი იქნება, რომელსაც პირადად შევიფარებ… – ნანუკა ჟორჟოლიანი