ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში დაწერა:
“ყველა ძალიან ბანძები ხართ, ვინც ახლა შარებს ეძებთ და ადამიანებს ჩასაფრებული პოზიციიდან ზურგში ურტყამთ. ვინ მოგანიჭათ ერთპიროვნულად უფლება, რომ მხოლოდ თქვენ შეგტკივათ გული მშვიდობაზე, ან საკუთარი და ან მეგობარი ქვეყნის მშვიდობიან მომავალზე? როგორ კადრულობთ, რომ ადამიანებს ლანძღავთ იმის გამო, როგორც ესმით და როგორც შეუძლიათ ისე რომ გამოხატავენ საკუთარ გულისტკივილს?! თუ ტყვია ვინმეს არ კლავს და სახეებზე ცნობს ვის მოხვდეს და ვის არა? სოლიდარობის უფლებას რატომ ართმევთ სხვა ადამიანებს? თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება?
ზუსტად ამიტომაცაა სულ რომ გვერევა მტერი და მერე, ომებში არცერთი თქვენგანი აღარსად აღარ მხვდება ხოლმე!
დაინდეთ ერთმანეთი! სულ მტერს ნუ ეძებთ საკუთარ თანამოქალაქეებში! ეს არ ამაღლებს თქვენს პატრიოტიზმს, პირიქით, ამით ჩანს როგორ ფეხებზე გკიდიათ სინამდვილეში სამშობლოც და სხვა ყველაფერიც. სულ მოღალატეების ძახილი როგორ არ მოგბეზრდათ?”, – დაწერა მაკა რაზმაძემ “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
“აი, ახლაც ვხედავ, თავისივე გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანია შეკრებილი…” – ლელა კაკულია პუტინზე