ქართველი ბლოგერის დომენიკ მანგოს ინიციატივით, თბილისიდან უკრაინაში ომში უკრაინელების მხარდასაჭერად 50-ზე მეტი მოხალისე გაემგზავრა. მისი თქმით, ის მეგობარ ქვეყანაში მოხალისედ მიდის.
დომენიკ მანგოს გადაწყვეტილებას, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა, კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ამას სამყაროში ვინც ყველაზე მეტად უყვარდა ის მოუკვდა, ანუ დედა, ხოდა, დასაკარგი არაფერი აქვს და მიდის ომში.
მინდა ვუსურვო წარმატება და გამძლეობა”, – წერს კაჭკაჭიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.