ტელეკომპანია “იმედის” მიერ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის ფიგურანტების “ხანდაზმულ თაღლითებად” მოხსენიებას, ჟურნლისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ამ ტელევიზიაზე რომ მარწყევს და სრული უფლება მაქვს ასე იყოს, ეს ცალკე თემაა…
მე მივხვდი, რატომ იგებს “ოცნება” თავისი პროპაგანდის მანქანით, ისინი ყველაფერს კადრულობენ, აი, ყველაზე წარმოუდგენელ რამესაც კი, რასაც ტვინშიც არ დავუშვებდით… ჩვენ კი რაღაც პედისტალზე შევხტით და ეთიკა, მორალი და მედია სტანდარტები ავიკვიატეთ… ხოდა, სანამ ჩვენ ეთიკაზე ვაქცენტირებთ ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, ისინი დედას გვ*** პირდაპირი მნიშვნელობით.
აი, ამ სათაურის მერე, ფოტოზე როა, უკვე სერიოზულად დავფიქრდი, ეგებ, თავიანთ ენაზე უნდა დავუპირისპირდეთ? ეგებ, იქით უნდა ვუკეთოთ რეპორტაჟები სხვადასხვა თემაზე, მაგალითად ბებერ ალფონსებზე, ქვეშაჯვია კაცებზე, გრიფით საიდუმლო ხელშეკრულებების შიგთავსზე, პოლიტიკურ და ფინანსურ ტრაკის თამაშებზე, წინა ცხოვრებაში თუ ამჟამინდელში და ასე შემდეგ? ეგებ დროა, დავივიწყოთ ეს პედისტალის ეთიკა და თავიანთ ენაზე ველაპარაკოთ? მე ძალიან ამომივიდა ყელში ენის მოჩლექით საუბარი და თქვენი არ ვიცი“, – წერს გრიგოლია “ფეისბუქი”- პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/25266-2/