ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საქილიკო და შეურაცხმყოფელი სახის კომენტარები და პოსტები დაწერეს.
“მამალი ნაციდეოლოგი ნიკა რურუა რომ გარდაიცვალა, არცერთს უკადრისი არ დაგვიწერია. ნაცების გუნდრუკის მკმეველი მსახიობი ოთარ კობერიძე რომ გარდაიცვალა, არც იქ გვიკადრებია და ღირსეულად მივუსამძიმრეთ მის ოჯახს, ნაცლიდერი კახა ბენდუქიძე რომ გარდაიცვალა, არც გვიკადრებია მიცვალებულის გინება, თქვენ კი თქვე მართლა დინოზავრო ნაცებო, ეს რაებს კადრულობთ რეზო ამაშუკელზე, ეს რას უშვებთ თქვენი ბინძური პირებიდან, სიკვდილიც კი არ გაშოშმინებთ ისეთი არარაობები ხართ! აი, ეს განსხვავებაა ჩვენს შორის და იმიტომაც ხართ სანაგვეზე! აწი, აღარ შეგვეცოდებით არცერთი წუთით! რომელ შერიგებაზე გველაპარაკებით თქვე კაციჭამიებო!”, – წერს ჯღარკავა “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
10 იანვარს, 85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა.
რეზო ამაშუკელს უკანასკნელ გზაზე, საზოგადოება, ხვალ გააცილებს.
პოეტს 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.
რეზო ამაშუკელის ლექსები და პოემები 1957 წლიდან იბეჭდება. პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს საქართველოს კომკავშირის პრემია მიენიჭა. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ხოლო 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. რეზო ამაშუკელი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეც იყო 1993 წელს. ის თბილისის საპატიო მოქალაქე იყო და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. გარდა ამისა, რეზო ამაშუკელი იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი.
https://mix.metronome.ge/25184-2/