უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

“მნიშვნელოვანი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ” – ნანა გეგეჭკორი

January 12, 2022
გაფითრებული, გაშეშებული სახეებით გარემოცული პირველად შევხვდი სიკვდილს… ისეთი ტრაგედია ტრიალებდა, განცდა მქონდა, რომ ნახევარი ქვეყანა იმსხვერპლა იმ დღემ… – ნანა გეგეჭკორი
Share on FacebookShare on Twitter

ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს:

“რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ კლინიკური პრაქტიკიდან და სულ ცოტა ხნით შემოვიხედავ.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ომიკრონზე ამ წუთისთვის დაგროვილ ოფიციალურ ინფორმაციასთან.

ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს სრულად აცრილებში.

ომიკრონი შედარებით ადვილად გადასატან დაავადებას იწვევს ასევე დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტებში. იგივეს ვერ ვიტყვით არავაქცინირებულ პაციენტებზე მაღალი რისკის ჯგუფიდან.

ყოველდღიურად რასაც ჰოსპიტლებში ვუყურებთ, ჩვენთან სწორედ ამ კატეგორიის პაციენტები სხვდებიან, უმეტესად აუცრელები, ქრონიკული დაავადებების გრძელით სიით.

ხშირად მესმის უსაფუძვლო არგუმენტი, რატომ ვითვლით ჰოსპიტალში სხვა პრობლემებით მოხვედრილ კოვიდ დადებით პაციენტებს ზოგად სტატისტიკაში. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან, ხშირად სწორედ კოვიდ-19 ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი და ზოგიერთ შემთხვევაში მათთვის ეს ფატალურად მთავრდება. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ წუხანდელ მორიგეობაზე მიღებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტების შემთხვევები (ცხადია, ამას მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის ვაკეთებ და არანაირად არ შეიძლება ერთ წერტილში მიღებული გამოცდილების ზოგად დასკვნად გამოყენება) მათ უმრავლესობას პარალელურად კოვიდ-19 დაუდასტურდა. ნიუ იორკში დღეის მონაცემებით, ომიკრონმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა სხვა შტამები. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, აქაც ომიკრონთან გვქონდა საქმე. არცერთ მათგანს ფილტვების მძიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, სავარაუდოდ ანთებითი პროცესი, რომელიც ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას თან ახლავს, მითუმეტეს კოვიდ-19, გახდა იმის საფუძველი, რომ მათი ქრონიკული კორონარული პრობლემები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გართულებულიყო. ამ შემთვევაში, ვირუსული დაავადება შეიძლება სხვა ქრონიკული დაავადების გამწვავების შესაძლო ტრიგერად განვიხილოთ. იკითხავთ ალბათ, ხომ შეიძლება იგივე მიზეზით სეზონურ რესპირატორულ დაავადებას მოჰყვეს გართულებები. დიახ, შეიძლება, თუმცა, მე პირადად არ ვიცი არც ერთი სეზონური ვირუსული დაავადება, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში ამდენ ადამიანს აინფიცირებს. შესაბამისაც, დროის მოკლე მონაკვეთში მოცული მასშტაბები ქმნის პრობლემას.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რისკის ჯგუფები კვლავაც ძველებურად უნდა დავიცვათ კორონავირუსით ინფიცირებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 ნამდვილად არის ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლები სასიკვდილო რისკის შემცველი დაავადება.

ასევე, პრობლემას ქმნის ომიკრინის უსწრაფესად გავრცელება. ერთდროულად ბევრი ადამიანის ავადობა, თუნდაც გართულებული შემთხვევების უმცირესი პროპორციული წილით, ჯამში, მოკლე დროში ჰოსპიტალიზაციას დრამატულად ზრდისა და ჰოსპიტალური სექტორის სერიოზულ გადატვირთვას იწვევს. ამავე დროს, ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლები, ექიმები, ექთნები, ტექნიკური პერსონალი ავადდება უსწრაფესად და პაციენტები ადექვატური დახმარების გარეშე რჩებიან. ამას ვამბობ არა მხოლოდ ლიტერატურაზე დაყრდნობით, არამედ იმის გათვალისწინებით, რაშიც ყოველდღე მიწევს ყოფნა.

უკვე შეიქმნა ექიმების და ექთნების სერიოზული დეფიციტი, რაც ჯერ კიდევ არაინფიცირებული პერსონალის სერიოზულ გადაღლას იწვევს. დაღლილი სამედიცინო პერსონალი მეტ ადამიანურ შეცდომასთან პირდაპირ პროპორციულია და არავის ვურჩევ ისეთ პირობებში გახდეს მძიმე პაციენტი, როცა მას არასაკმარისად დაკომპლექტებულმა სამედიცინო ჯგუფმა უნდა მოუაროს. სადაც ომიკრონით ინფიცირება პიკს უახლოვდება, სწორედ ასეთ მდგომარეობასთან არის ახლოს ჰოსპიტალური სექტორი.

ერთ-ერთი მიზეზი პანდემიის პირველი თვეების დრამატულობის იყო არაადამიანური დატვირთვის ზღვარზე მომუშავე სამედიცინო სექტორით წარმოქმნილი პრობლემები. ტექნიკური რესურსის მობილიზება შესაძლებელია დიდი თანხის ინვესტირებით, ადამიანური რესურსის შეუძლებელი. სრულფასოვან ექიმად ჩამოყალიბებას მინიმუმ ერთი ათეული წელი სჭირდება.

რაც შეეხება ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 კლინიკურ მიმდინარეობას, ის ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსულ ინფექციას. ხშირ შემთხვევაში კი მისი ერთადერთი გამოვლინება შეიძლება იყოს ადამიანისთვის უკვე ჩვეული ქრონიკული დაავადების გამწვავება.

ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლეთ თქვენი ქრონიკული პრობლემები. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და დროულად მიიქციეთ ექიმის ყურადღება ქრონიკული დაავადებების გამწვავების პირველივე ნიშნებისთანავე.

გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაიცავით პრევენციის წესები. თქვენ მარტო არ ხართ ამ სამყაროში. თქვენს ირგვლიც ცხოვრობენ, მგზავრობენ, მუშაობენ ადამიანები, ვისთვისაც არათუ კოვიდ-19, უბრალო დაცემინებაც კი შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე აღმოჩნდეს. სწორედ ამ კატეგორიისთვის პანდემია ჯერჯერობით ისევ გამოწვევაა და ჩვენი გონიერებით ახლა ისინი გადავარჩინოთ.

უკვე ვახსენე და გავიმეორებ, ეფექტური ვაქცინებით, სრულად აცრილებისთვის ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 თვისობრივად სხვა დაავადებაა. ის პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

სრულად აცრის გრაფიკი ვარირებს სხვადასხვა ვაქცინებს შორის. ვაქცინაციას მკაცრად განსაზღვრული გრაფიკი აქვს და მისი თვითნებურად გადაჭარბება საფრთხეს შეიცავს იმუნიტეტისთვის.

კოვიდ-19-ის ვაქცინაციის იდეალური ვადები, დაავადების დიაგნოსტიკის მეთოდები, მკურნალობის იდეალური მიდგომები თუ პროგნოსტული კრიტერიუმები ჯერაც ბოლომდე გარკვეული არაა, რადგან უამრავი კვლევა მიმდინარეობს ერთდროულად და შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად პროტოკოლები იხვეწება. სწორედ ამითაა განპირობებული ინფორმაციის ხშირი განახლება და არა იმით, რომ მეცნიერება და სამედიცინო სექტორი დაბნეული, არაორგანიზებული ან კონსპირაციებში გახლართულია. პირიქით, მეცნიერებისა და მედიცინის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ პანდემიის მართვის პროტოკოლები, უსწრაფესად იხვეწება და დაავადება უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება ადამიანებისთვის.

გავუფრთხილდდეთ ერთმანეთის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას.

P.S. მაპატიეთ, პოსტის ქვეშ დასმულს კითხვებს ვერ ვუპასუხებ. სამწუხაროდ ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო უმძიმეს გრაფიკში გვიწევს ყველას მუშაობა. ფბ-ზეც მხოლოდ დროებით, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი დაკვირვების გასაზიარებლად გამოვჩნდი”, – წერს გეგეჭკორი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე. 

 398 სულ ნახვები

კომენტარები

0 კომენტარები

Advertisement Banner

სხვა ამბები

„მე რომ ვიყო ჯანდაცვის მინისტრი ჩვენი ექიმების 60%-ს დიპლომებს თავზე დავახევდი“ – ფხაკაძე
ინტერვიუ

„მე რომ ვიყო ჯანდაცვის მინისტრი ჩვენი ექიმების 60%-ს დიპლომებს თავზე დავახევდი“ – ფხაკაძე

May 20, 2022
„ჩვენს ქვეყანაში უნდა იყო ვიღაცისტი, მონა – ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“ – ფხაკაძე
ინტერვიუ

„ჩვენს ქვეყანაში უნდა იყო ვიღაცისტი, მონა – ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“ – ფხაკაძე

May 20, 2022
„უდიდესი მწუხარებით უნდა განვაცხადო, რომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე გოგონა დავკარგეთ“ – ბრიტნი სპირსს მუცელი მოეშალა
სოც.ქსელები

„უდიდესი მწუხარებით უნდა განვაცხადო, რომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე გოგონა დავკარგეთ“ – ბრიტნი სპირსს მუცელი მოეშალა

May 16, 2022
“სადისტურად მოკლეს, არადა, მხოლოდ და მხოლოდ სექსი უნდოდა იმასთან, ვისაც ლექსებს და ფილმებს უძღვნიდა” – გოგია გვახარია
სოც.ქსელები

გვახარია: ისე შეესია ხალხი წილოსანს თავისივე გვერდზე, რომ ტროლებიც კი ვერ ბედავენ მის დაცვას

May 8, 2022
“ხვდებით ალბათ, როგორ ამომასხა და როგორ გულწრფელად მახატია… – ნაც-ქოცის მხსენებელი სი*ი კომპლექსარიკები არ გამომეხმაუროთ” – მაია დარსმელიძე
სოც.ქსელები

“ეს “საკუთარი გაჭირვებულები” ხომ იმისთვის გყავთ, რომ ასეთ მომენტში ახსენოთ…” – მაია დარსმელიძე

May 5, 2022
“ჟამი უკვე მოახლოებული იყო… მიჭირდა მისი ნახვა, იცით, რა ძნელია, ესაუბრო ადამიანს, რომელსაც მომავალი აღარ აქვს?! რა უნდა მეთქვა მისთვის?” – ვის უთხრა შეხვედრაზე უარი ლელა კაკულიამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე?!
სოც.ქსელები

“ჟამი უკვე მოახლოებული იყო… მიჭირდა მისი ნახვა, იცით, რა ძნელია, ესაუბრო ადამიანს, რომელსაც მომავალი აღარ აქვს?! რა უნდა მეთქვა მისთვის?” – ვის უთხრა შეხვედრაზე უარი ლელა კაკულიამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე?!

May 5, 2022
“ააშენეთო ხალხო, ააააააშენეთო…” – რა ინფორმაციას ავრცელებს გიგა მაქარაშვილი?!
სოც.ქსელები

“ააშენეთო ხალხო, ააააააშენეთო…” – რა ინფორმაციას ავრცელებს გიგა მაქარაშვილი?!

May 5, 2022
“დილით ეს საშინელი ამბავი გავიგე…” – ნიკოლოზ ქავთარაძე
სოც.ქსელები

“…მერე დავიწყებ იმ ნაცნობ-ახლობელ-მეგობრების დაუნდობლად დაცინვას, რომლებიც მაგარ *ირობა პროექტებს აკეთებენ”- რას წერს ქავთარაძე

May 5, 2022
(ფოტო) “როგორ ვწუხვარ, გული გამეგლიჯა… – რამდენიმე დღის წინ, სურათი დადო დახვრეტილი უკრაინული ველის” – დეკანოიძე
სოც.ქსელები

(ფოტო) “როგორ ვწუხვარ, გული გამეგლიჯა… – რამდენიმე დღის წინ, სურათი დადო დახვრეტილი უკრაინული ველის” – დეკანოიძე

May 5, 2022
შემდეგი ამბავი
“უმაგრესი ამბავია!” – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

"უმაგრესი ამბავია!" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

ექიმებში დაბნეულობაა… ვაქცინაციის გეგმის კონცეფცია უფრო სადღეგრძელოა, ვიდრე კონკრეტული პრობლემების დანახვა – ბევრი შეცდომებია დაშვებული – გიორგი ფხაკაძე

(ვიდეო) ვინც აცრილი არ ხართ, თებერვლის ბოლომდე, 90%, ყველა დაინფიცირდებით - გიორგი ფხაკაძე

პოპულარული

“არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე” – ბაია პატარაია
საზოგადოება

“არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე” – ბაია პატარაია

6 hours ago
Balenciaga-ს პროდუქციის შეძენა უკვე ბიტკოინითა და ეთერიუმითაა შესაძლებელი
ტექნოლოგია

Balenciaga-ს პროდუქციის შეძენა უკვე ბიტკოინითა და ეთერიუმითაა შესაძლებელი

7 hours ago
ილონ მასკი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს
საზოგადოება

ილონ მასკი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

7 hours ago
„კავკასიელების მხრიდან იყო პუტინის მოკვლის მცდელობები“ – უკრაინის დაზვერვა
პოლიტიკა

„კავკასიელების მხრიდან იყო პუტინის მოკვლის მცდელობები“ – უკრაინის დაზვერვა

8 hours ago
ევა გრინმა ჯონი დეპს ემბერ ჰერდთან კონფლიქტში მხარი საჯაროდ დაუჭირა
შოუბიზნესი

ევა გრინმა ჯონი დეპს ემბერ ჰერდთან კონფლიქტში მხარი საჯაროდ დაუჭირა

9 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

“არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე” – ბაია პატარაია

“არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე” – ბაია პატარაია

May 23, 2022
Balenciaga-ს პროდუქციის შეძენა უკვე ბიტკოინითა და ეთერიუმითაა შესაძლებელი

Balenciaga-ს პროდუქციის შეძენა უკვე ბიტკოინითა და ეთერიუმითაა შესაძლებელი

May 23, 2022
ილონ მასკი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

ილონ მასკი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

May 23, 2022

თეგები

Art dieta Entertainment Funny Green Card gvaramia Health horoskopi ivanishvili News saakashvili Split Post topuria Viral ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბაჩანა ლობჟანიძე ბიძინა ივანიშვილი გვარამია გიორგი ფხაკაძე დიეტა დღის ჰოროსკოპი ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ზოდიაქო ზოდიაქოს ნიშნები ზურაბიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმე თოფურია ივანიშვილი კალაძე კორონავირუსი ლარის კურსი მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი უკრაინა ქართული ოცნება ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In