მსახიობმა პაატა გულიაშვილმა, მის გარდაცვლილ მეგობარსა და კოლეგას ნიკა ქაცარიძეს ლექსი მიუძღვნა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
“ნიკუშა ქაცარიძეს…
ჩამოშვებულ სევდის ფარდას, ტკივილებით გადაღლილს,
რამდენ რამეს გაუძლო და რამდენისთვის მზად არის,
უცნაური სიჩუმეა გარინდულა დარბაზი, ამდენ სულებს შეემატა უცნაური ამბავიც.
გაბევრდება იქ, იმ ქვეყნად, იმ თეატრის ამქარი,
ჩვენი სიყრმის მეგობარმაც, დაამთავრა ზღაპარი…
სპექტაკლიდან, სპექტაკლამდე დროა გარდამავალი,
უცნაურად წახვედი და დაგვაჯერე ნათქვამი..
იქ თეატრი არის?? ალბათ… ანდა სულაც არ არის…
პ.გულიაშვილი”
რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნიკა ქაცარიძე 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევაა. ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს არაერთი როლი. მონაწილეობდა სპექტაკლებში: “შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“, “დარისპანის გასაჭირი“, “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“, “სალამურა“, “პატარა უფლისწული“ და სხვა.
მონაწილეობდა ტელე-სერიალებშიც.
ნიკა ქაცარიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
https://mix.metronome.ge/25107-2/