რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“რა ბრალდებაც არ უნდა წაუყენო ნაცისტებს და მის ბელადს – სამშობლოს ღალატი, სახელმწიფო ბიუდჟეტის ჯიბეებში ჩატენვა, ქურდობა, ადამიანების წამება, მკვლელობა –
– ვითომც არაფერიო!
“ნახეთ ხალხს როგორ უჭირსო!”
ვითომ ნაცისტურ ცეკას სავარძლის და ფულის გარდა რამე აღელვებდეს?!
ველური ბრბო კი ისევ დახტის:
“ჰაილ სააკაო! ჰაილო!”
გასაგებია, ამათაც პატარ-პატარა სავარძლები და მაყუთი უნდათ! – შემოეხარჯათ!
იხტუნეთ, იხტუნეთ, ვითომ ქართველებო!!!”, – წერს სტურუა “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.