ტელეკომპანია “ფორმულა”-ს ეთერში ელისო კილაძისა და თაკო ჩარკვიანის გუშინდელმა დაპირისპირებამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა.
ჟურნალისტმა ელისო კილაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დეპუტატ თაკო ჩარკვიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაწერა:
“თაკო ჩარკვიანის საჯარო კომუნიკაცია საზოგადოებასთან არ შეიძლება, ენმ-ს შიმშილობის აქციას დასცინა, კითხვა დავუსვი – რატომ არ გააკეთა იგივე მან და ეთერში კივილი დაიწყო.
მაგრამ ეს არაა მთავარი – რა წამოსცდა ყურადღება მიაქციეთ? (რასაც პროკურატურა მალავდა) ჩემმა ქმარმა დღესაც მისცა ჩვენება გია უდესიანის წინააღმდეგო !
არადა,პირველად 2013 წელს მივიდა ნინო ჯღარკავასთან, ჩვენებას მივცემ უდესიანზე და ღარიბაშვილთან დამალაგეთო.
ეტყობა დალაგდა და უფრო ფართო ფრონტით დაიწყებს ბრძოლას ოპოზიციის წინააღმდეგ.
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia რა საქმეზეა დაწყებული გამოძიება გია უდესიანის წინააღმდეგ და რა ჩვენება მისცა დღეს თაკო ჩარკვიანის ქმარმა, ჯონი გიგანმა ?! რომ არა დღევანდელ ეთერში წამოცდენა, რატომ მალავდით ორივე მხარე ამ ფაქტს?!
ამ ნუგზარ ფოფხაძის მეწილეობას მაბრალებს თაკო ჩარკვიანი
კარგი რამეა არქივი!
ცხადია, ნუგზარ ფოფხაძეს ვიცნობ, ჩვენი გზები კარგა ხანია გაიყო-ის დარჩა ღარიბაშვილის გულშემატკივრად, მე მოწინააღმდეგედ.
“ქრონიკა+-ის 100%-იანი წილის მფლობელი დაარსების დღიდან მე ვარ (რეესტრს მაინც ჩახედოს) და ინტერვიუებს რომ იხვეწებოდა?!”, – წერს კილაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისთვის, “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი და “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე “ფორმულას” ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. რესპოდენტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ელისო კილაძის კითხვას მოჰყვა, რომელმაც თაკო ჩარკვიანს ჰკითხა, რომ “რატომ არ გააკეთეთ თქვენ იგივე, როდესაც ხალხი დაარეგისტრირეთ და თქვით, რომ რუსთაველი უნდა შეაზანზაროთ, ლეიბები უნდა დაყაროთ და მოიკავოთ.”
“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის აღნიშნული კითხვა თაკო ჩარკვიანის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, რუსთაველზე ადამიანების გაყვანა მარტივი არ არის და ამაში ფული უნდა გაიღონ.