სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, პიარ-ტექნოლოგი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
“…შენადა, ეს შერიგება იმას ჰგავს, ქმარი რომ ცოლს “ბიჩოკებს” აწვავს, ერთი-ორ “ბრიტვასაც” გაუსლიკინებს, მერე ცოლი მთელი ცხოვრება “აი, აქამდინა და აქამდინა” ძაძებში დადის, რომ შრამები საგულდაგულოდ დამალოს, რამდენჯერაც გაშორებას დააპირებს, თავ-პირ დასისხლიანებულს დედა და დედამთილი “თავს ევლებიან” – ჩუ, დედა შეურიგდი, რა უჭირს კაცია, ხან ისე იქნება, ხან ასე, ხალხი რას იტყვის?”
დილა მშვიდობისა ერო.
ხან ისე იქნება, ხან ასე….
თავმოყვარეობა რომელ “პავაროტში” დატოვეთ?
ექსკუზემუა…”, – წერს მოროშკინა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.