სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, პიარ-ტექნოლოგი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში საახალწლოდ განათებული თბილისის ქუჩების ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“ტკბილი, ბამბის ნაყინით მოზუზღნული ბავშვების ხმაურიანი ჟივილ-ხივილი, გამხიარულებული მშობლები, გაღიმებული უფროსი თაობა…
დიახ, მხოლოდ ჩახუტება, გაცინება, დატკბობა და ერთობა გადაგვარჩენს!
მიყვარს ეს უბერებელი თვალის ჩინი, ჩემი თბილისი.
P.S. ღმერთი არავის გაუწყრეს და არ სცადოს ამ ბედნიერების ხელყოფა…”, – წერს მოროშკინა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.