ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღევანდელ გადაცემაში “რეაქცია” ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ხელისუფლების გავლენიანი პირების მხილებას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე აანონსებს.
“ზაზა სარალიძის პირველი პირდაპირი ეთერი ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ზუსტად მეც არ ვიცი, რა დეტალებზე აპირებს საუბარს, ერთი რაც ვიცი იმაზე, როგორ მიიტანა მასზე შტურმი ხელისუფლების გავლენიანი პირების გარემოცვამ…. კონკრეტული დეტალებით – დღეს “რეაქციაში” ზაზა სარალიძე”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
იხილეთ ვიდეო:
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/175916314754202