ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობიდან 17 წელი გავიდა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“17 წლის წინ დედამ სახლიდან გაუშვა შვილი და მაგის მერე ყოველდღე მის სუნთქვას ეძებს.
ცხოვრება ერთადერთი შვილის გარეშე, ყველაზე სასტიკი ამქვეყნიური განსაცდელია, რომელსაც გმირობა სჭირდება!
სიმართლე – ერთადერთი ნუგეშია!
გულწრფელობა – ერთადერთი გზა თანაზიარების!
ყოველ წელს 23 ნოემბერს, ერთი ოჯახი ისევ კვდება, ჩვენი ქვეყანა კი ისევ გლოვობს!!!
23 ნოემბერს ბუტა მოკლეს!”, – წერს გამრეკელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რასაც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების და საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.