„ალტ ინფოს“ გუნდმა ახალი პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ შექმნა.
აღნიშნულს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“აი, ეს ხალხი, ნაცვლად იმისა, რომ ახლა ციხეში იჯდეს და 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს იხდიდეს, პოლიტიკურ პარტიას ქმნის! ირმა ინაშვილის პროექტი ჩაუვარდა ჩვენს ძვირფას ჩრდილოელ მეზობელს და მათ წარმომადგენელ ქართული ოცნება / Georgian Dream-ს, ახლა ახალი ახალგაზრდა, ენერგიული ფაშისტები გამოდეს! ალბათ ხვდებით, რომ აი, ეს ხალხი და მათი პარტია, ოცნების დამსახურებაა!!!
#5ივლისისდამნაშავეებიციხეში!!!”, – წერს ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
ახალი პარტიის წარმომადგენლების თქმით, თუ რუსეთს მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ისინი მზად არიან, არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დაიწყონ, არამედ იმუშაონ, რომ კრემლთან პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა დაამყარონ.