მოგწონთ თუ არა სისხლიანი ბანერებისა და ცოცხების კამპანია – „ფორმულას” კითხვას „ოცნების” მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან შეხვედრაზე მისულმა, მსახიობმა ჯაბა კილაძემ უპასუხა.
“რა თქმა უნდა, არ მომწონს… მიმაჩნია, რომ უნდა დავამთავროვთ, თუ ჩვენი მიზანია არა, რომელიმე ბელადის ღმერთად გახდომა და არამედ, ამ ქვეყნის გადარჩენა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ჟურნალისტებს ეს სურვილი გაქვთ, მაშინ ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ. არ მომწონს ბანერი, არ მომწონს ცოცხი, არ მომწონს იმ ადამიანს “დითირამბები” რომ უძღვნიან, რომელიც თუ დამნაშავეა უნდა მოიხადოს ეს დანაშაული და არ შეიძლება უმღერონ და ლექსები უკითხონ” – ამბობს ჯაბა კილაძე “ფორმულას” ჟურნალისტის კითხვის პასუხად.