„კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა 14 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„ვუსმენდი და ვფიქრობ: აი, ბოკერია მაინც სულ სხვაა… ღალატის ხარისხში, პირველობას მაინც არ თმობს?! ნუ რაღაცაში ხომ უნდა იყოს პირველი! პოლიტიკოსებო, „კეთილშობილებო“, ეს აქცია 14-ში, პრეზიდენტის არჩევნების კი არა, მოშიმშილე, დაჭერილი კაცის – მესამე პრეზიდენტის სოლიდარობისთვის აქციაა! რა უბედურება გჭირთ, რა?!“, – დაწერა ჩარკვიანმა.
ოპოზიციონერის აღნიშნულ პოსტს ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა:
“ეს და კვესიტაძე რომ მოღალატეებზე ტანტრუმებით გადაიქანცებიან, მერე ეგებ პოლიტიკურ მართლმსაჯულებასაც მივხედოთ, ” – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს კი, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად პასუხობს:
“საწყალი… უგულავას შემდეგ აკვიატება ჩემზე დაეწყო. ახლა დავაკვირდეთ, რამდენ პოსტს მომიძღვნის,” – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
აღნიშნულის შემდეგ “ფეისბუქ” – დებატები კომენტარებში გაგრძელდა:
თამარა ჩერგოლეიშვილი: – “მშურს შენი და უგულავასი და გადაგეკიდეთ, მინდა, რომ თქვენნაირი ვიყო და რომ არ გამომდის, დავიბოღმე.”
ეკა კვესიტაძე: – “ის მიკვირს, ამხელა მიქელანჯელო ქალი ჩვენზე რომ ცდები და ახალ-ახალ პოლიტიკოსებს რომ არ აქანდაკებ! ასე არ გამოვა პარტიის რეიტინგის აწევა!
არ გადაიწვა მთავარია… ძაან კარგად გამოგიქანდაკებია საკუთარი თავი – ახლა დროა სხვებს მიხედო
კარგი. ახლა წადი და დაისვენე. მაინც ვღელავ, ხომ იცი… კიდევ უნდა გაგვაკვირვო?”
თამარა ჩერგოლეიშვილი: – “ჩემი ამოცანა თქვენი გაკვირვება არ არის.
აი, ღელვა რომ გემჩნევა, ეგ მნიშვნელოვანია – ესე იგი ადეკვატურობა ბოლომდე არ დაგიკარგავს და ზურგის ტვინით ხვდები რაღაცეებს”
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოფილი პრეზიდენტი გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა. აქცია თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნდა გაიმართოს.
https://mix.metronome.ge/22311-2/