ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“ჩვენ ძალიან მძიმე და ცივსისხლიანი პროფესია გვაქვს. პროფესია, რომელმაც არ იცის შენი დარდი… უნდა დადგე და იმუშავო, თუნდაც კვდებოდე. მეც არ მჯერა, რომ ეხლა სტუდიაში ვზივარ და გადაცემის დაწყებას ველი. მართლა ყველაზე დიდი ცხოველი ყოფილა ადამიანი – საკუთარ თავზე ვსაუბრობ, დღეს რომ აქ ვარ და გადაცემაზე ვსაუბრობ.
დღეს მექნება პირველი საღამო, როცა სამსახურიდან სახლში დავბრუნდები და ჩემი სიყვარული აღარ შემხვდება და აღარ ჩამეხუტება. უკვე იმ ჭკუაზე ვარ, სახლი გავყიდო, სადაც სრული სიცარიელეა გუშინდელს მერე”, – წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქზე.
ტელეწამყვანს საყვარელი ძაღლი, ბობო მოუკვდა.