უფრო ხისტი, დისტანციური წარმომედგინეთ და აღმოვაჩინე, რომ ძალიან გახსნილი და მეგობრული ხართ – ამ სიტყვებით მიმართა პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა, ნოე სულაბერიძემ თავის რესპონდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც გადაცემის “ნოესთან” სტუმარი გახლდათ.
“პირდაპირ გეტყვი, ჩემთვის დიდი პატივია სტუმრად მყავდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მაშინ როდესაც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთს გავსაუბრებოდით, გულწრფელად გეტყვით ძალიან გამიკვირდა, რაღაც უფრო ხისტი, დისტანციური წარმომედგინეთ და აღმოვაჩინე, რომ ძალიან გახსნილი და მეგობრული ადამიანია (ირაკლი ღარიბაშვილი),” – მიმართა ნოე სულაბერიძემ ირაკლი ღარიბაშვილს.