ნამდვილად გინდათ, ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ თავის მრევლს ყველაფერი უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით, რა რიტორიკა და პათოსი იქნება და შესაძლებელია, ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს „ერთსულოვნების“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“სუსი თურმე ცალკე უსმენს მათ, ვინც საპატრიარქოს აკრიტიკებს. (ანუ სახიფათოა თურმე საპატრიარქოს კრიტიკა). მოდი, და ნუ გააკრიტიკებ ამ მათხოვრებს: ჩვეულებრივი რუსეთუმე პოლიტიკანები არიან ანაფორებში გამოკრულები. უკვე ღიად აშანატაჟებენ მედიებს და პარტიებს წინასაარჩევნოდ. პოლიტიკაში ხელის ფათურის ნაცვლად თქვენ პედოფილ მღვდელბს მიხედეთ, ნაგვებო, ხელს რომ აფარებთ ყველა ნაძიარალას და მამაძაღლს!” – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.
საპატრიარქოს პრესსპიკერის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, კონკრეტული ტელევიზიები არიან ძალიან მონდომებული, როგორღაც პოლიტიკაში ეკლესია ჩართონ. ამასთან, მან მედიის ნაწილი დაუსაბუთებელი ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა.