სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველების მიერ თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება. სოპრანოს პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“კაქი ლაა…შეწუხდა ქალაქის “ელიტა” ორი დღე “რიონელების” მიერ გადაკეტილი გზით. ვაიმე, როგორ გაბედეს და “ძისკომფორტი”შეუქმნეს ვიღაც ჩამოსულებმა ქალაქში მათ უფრო მნიშვნელოვან თემებზე მანქანით ბოდიალში.
თურმე ნარკო-ბუდე კლუბ “ბასიანისსთვის”, სარალიძისა და მაჩალიკაშვილის დაღუპული შვილებისთვის, ნიკა მელიას გათავისუფლებისათვის და ა.შ მრავალკვირიანი და მრავალთვიანი აქცია- გზის გადაკეტვები მოსულა და საქართველოს მიწის დაკარგვის,ბოროტად გამოყენების თუ ნახევარი საქართველოს დატბორვის აქციების გამო… როგორ გაბედეს მათი “ინწიმის” და მყუდროების დარღვევა.წავიკითხე ამაზრზენი სტატუსები…” ბიჭო(ვარლამ) ,დედაქალაქს შეეშვი რაა!!… ხელებს თბილისში ნუ აფათურებ ბიჭოო!!… აქ რა გესაქმება ძმაო, წადი რა, სადაც სადაო ადგილია იქ იდექი!!…აქ ძილს ნუ გვიფრთხობ.!! საერთოდ… რა ფულით ფინანსდები ძმაო გასარკვევია!! “და ა.შ
შენ თემა მითხარი თუ რას ხმარდება ეს ფული თორემ მამა გიცხონდათ,ზემოდ აღნიშნული აქციები ხომ ბებიათქვენის მუთაქებიდან იყო დაფინანსებული და “ჰუმანიტარული შემოწირულობები”არ მიგიღიათ თქვენმა მზემ!! და საერთოდაც,ყოველი მეორე ეკლესია სადაც სანთელს ანთებთ… ბიზნესმენების და ხშირად კანონიერი ქურდების “ბინძური”, გათეთრებული და მათი ცოდვების მოსანანიებელი ფულით რომ არის აშენებული ვითომ არ იცით სირაქლემის პოზაში მყოფნო.
ფუი,ამ ადამიანებს, ამ ბალასტს შესწირეს თავი ტატუნაშვილებმა, ანწუხელიძეებმა, ოთხოზორიებმა და მისთანებმა რომ ამათი დასაყენებელი გახდეს “ამინდი”საქართველოში??
კი ბატონო, წავიდნენ უკვე ისევ მათ ხეობაში. დაწყნარდით. გზა გაიხსნა…თქვენს პიპიასაც დისკომფორტი აღარ შეექმნება. მთავარია… ბინის წინ სადარბაზოები ხომ კარგად გაქვთ მოხვეტილი? ვილების ეზოებში ვარდები,ხეები და სხვა მწვანე კულტურები ხომ გაქვთ კარგად მორწყულ-გაპარსული?აუზები ამოწმენდილი? და იქ…სადღაც ნამოხვანში და საქართველოს სხვა ადგილებში ვის რა სტკივა, სად რა დაიყიდება, დაიტბორება, ჩამოინგრევა.. …სულ სარეცხის თოკზე არ გკიდიათ? მთავარია… გზა არ გადაიკეტოს და ვიღაც “ჩამოსულმა” და “სოფლისა და რუსეთ-თურქეთის შერეულ სუნიანმა” ბიჭმა და მისმა ამალამ ეგ დამყაყებული სიმშვიდე და ყოველდღიური უაზრო რუტინა არ დაგირღვიოთ
პ.ს. და აი ასეთ “მდორე გუბეში ნეტარებით მოფათქუნე”ხალხს დღემდე ქვეყნის ეს 80%იც როგორ აქვს შერჩენილი საკითხავი და საკვირველი სწორედ ესაა და არა ის “ახეული” 20%!!!”, – წერს ივერი.