Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“ცხარე ცრემლით მეტირება… ყველა ემოცია ცოცხალია და ახლაც განვიცადე… – რა ისტორიას იხსენებს თეა ადეიშვილი

May 9, 2021
“ცხარე ცრემლით მეტირება… ყველა ემოცია ცოცხალია და ახლაც განვიცადე… – რა ისტორიას იხსენებს თეა ადეიშვილი

ჟურ­ნა­ლის­ტი თეა ადე­იშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე 6 წლის წინ მომ­ხდარ ემო­ცი­ურ ამ­ბავს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც ომის დროს საფ­რან­გეთ­ში გა­და­სულ ნა­თე­სა­ვებს უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც თეა წერს, დე­ი­და­მი­სის მაზ­ლი პეტ­რე ქი­ტი­აშ­ვი­ლი ომის შემ­დეგ საფ­რან­გეთ­ში აღ­მოჩ­ნდა:

“ეს ის­ტო­რია 6 წლის წინ მოხ­და, თუმ­ცა ყვე­ლა ემო­ცია ცო­ცხა­ლია და ახ­ლაც, გახ­სე­ნე­ბი­სას უფრო გან­ვი­ცა­დე, ვიდ­რე ეს იქ გა­მოვ­ხა­ტე… სა­ერ­თოდ მიყ­ვარს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ის­ტო­რი­ე­ბი, იმ პე­რი­ოდ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბიც მგო­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს… ბავ­შვო­ბი­დან მეს­მო­და ამ­ბა­ვი დე­ი­და­ჩე­მის მაზლზე – პეტ­რე ქი­ტი­აშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც ომში წა­ვი­და და მერე რო­გორ­ღაც საფ­რან­გეთ­ში აღ­მოჩ­ნდა.

დე­ი­და­ჩე­მის ოჯა­ხი ხში­რად და­დი­ო­და ბორ­დო­ში, პეტ­რეს შვი­ლე­ბი ნინო და ლავ­რენ­ტიც ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემ­ზე ბევ­რად დი­დე­ბი იყ­ვნენ და მე მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბი­დან მახ­სოვს საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი. 90-ია­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში აბა, ვინ ჩა­მო­ვი­დო­და და მოკ­ლედ ცოტა და­ი­კარ­გნენ ჩვე­ნი ფრან­გე­ბი, ტე­ლე­ფო­ნით ეხ­მი­ა­ნე­ბოდ­ნენ ჩვე­ნებს, პეტ­რე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ნიკო ძია კი ჩა­დი­ო­და ხოლ­მე ძმის­შვი­ლებ­თან ბორ­დო­ში, სა­ნამ ცო­ცხა­ლი იყო და თა­ვის ლექ­სებ­ში ამ ფრან­გულ შარ­მებს აქ­სოვ­და… 2014 წელს ნი­ნი­კო არა­ზაშ­ვილ­მა მოგ­ვი­ტა­ნა კარ­გი ის­ტო­რია საფ­რან­გეთ­ში დახ­ვრე­ტილ ქარ­თველ გმი­რებ­ზე. – ჩემი მე­გო­ბა­რი მი­დის პე­რი­გო­ში დახ­ვრე­ტი­ლი წი­ნაპ­რის საფ­ლავ­ზე და თუ წაყ­ვე­ბით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტი გა­მო­ვაო. წავ­ყე­ვით, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ფრან­გი ვე­ტე­რა­ნე­ბი, უსაყ­ვარ­ლე­სი მო­ხუ­ცე­ბი – რე­ი­ბა­ნე­ბით და ყელ­ში ჩა­ფე­ნი­ლი შარ­ფე­ბით. პან­თე­ონ­ში ბევ­რი ხალ­ხი მო­ვი­და, სულ რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვით.

სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი რომ აჟ­ღერ­და ჩემს უკან ვი­ღაც კაცი ას­ლუ­კუნ­და, აი არ ვიცი რა­ტომ, სა­ერ­თოდ რა­ტომ და­ვა­კავ­ში­რე ისიც არ ვიცი, ვი­ფიქ­რე რომ პეტ­რე ქი­ტი­აშ­ვი­ლის შვი­ლი, ლავ­რენ­ტი ტი­რო­და, გავ­ხე­დე და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი ფრან­გი მო­ძღვა­რი იყო, შე­მე­შა­ლა, მაგ­რამ მა­ნიც მო­მინ­და გაც­ნო­ბა. პრო­ცე­სი­ის ბო­ლომ­დე დარ­ჩა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი რომ წა­ვიდ­ნენ მოკ­ლე პა­რაკ­ლი­სი გა­და­უ­ხა­და და­ღუ­პუ­ლებს და მერე ჩე­მოდ­ნი­დან რა­ღაც ქა­ღალ­დე­ბის შეკ­ვრა ამო­ი­ღო.

მი­ვე­დი, გა­ვე­ცა­ნი, ინ­გლი­სუ­რი არ იცო­და, მე ფრან­გუ­ლი, მერე რა­ღაც თქვა და ვერ გა­ვი­გე, გა­ი­მე­ო­რა:

– “ცა­ა­ლი­ან ცოტა ქარ­თუ­ლი”, გავ­შრი! – “თქვენ ლავ­რენ­ტი ხართ?” ვკი­თხე უცებ და პა­სუ­ხის მოს­მე­ნა აღარ მინ­დო­და, არა­ნა­ი­რი იმე­დი არ მქონ­და, ან რა­ტომ უნდა მქო­ნო­და, პეტ­რე ქი­ტი­აშ­ვი­ლი და­ნარ­ჩე­ნი ქარ­თვე­ლე­ბი­ვით აქ არ და­უხვრე­ტი­ათ, მისი ოჯა­ხი ბორ­დო­ში ცხოვ­რობ­და, რა შუ­ა­ში იყო პე­რი­გოს ის­ტო­რი­ას­თან პეტ­რე და ლავ­რენ­ტი… მოკ­ლედ ვკი­თხე და თან ვი­ფიქ­რე – “რას გა­და­ვეკ­დე ამ კაცს!”

შე­მო­მა­ნა­თა და ფრან­გუ­ლი ქარ­თლით მე­უბ­ნე­ბა:

– “ქი, მე ლავ­ღენ­ტი და ჩემი მამა პე­ტღე ქი­ტი­აშ­ვი­ლი”… ღმერ­თო რა პა­ტა­რაა ეს სამ­ყა­რო! გა­გიჟ­დე­ბო­და ცაცა და ნუგ­ზა­რი, რო­გორ მო­მინ­და ამ ადა­მი­ანს ჩავ­ხუ­ტე­ბო­დი და ვერ გავ­ბე­დე. ჩემი ტკბი­ლი ცაცა 1 წლის გარ­დაც­ვლილ იყო, ერ­თა­დერ­თი შვი­ლის სიკ­ვდილს ვე­ღარ გა­უძ­ლო.

ამა­ყობ­და ჩე­მით და უნ­დო­და მის ფრან­გებ­საც ვე­ნა­ხე, სულ მე­ჩხუ­ბე­ბო­და – ამ­დენს და­დი­ხარ და ჩადი ჩვე­ნებ­თან ბორ­დო­შიო, გე­გო­ნე­ბა აგერ გორ­ში მიშ­ვებ­და… ლავ­რენ­ტის ქარ­თულ-ფან­გულ-ინ­გლი­სუ­რად მო­ვუ­ყე­ვი ჩვე­ნებ­ზე, ძი­რი­თა­დი ამ­ბე­ბი იცო­და, დე­ტა­ლე­ბი უფრო აინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ ვე­რა­ვის ვთოხ­ვდი ეთარ­გმნა, ყვე­ლა თა­ვის ტკი­ვილ­ში იყო იქ, თან მე ვმუ­შა­ობ­დი, გა­და­ღე­ბა უნდა გა­მეგ­რძე­ლებ­ნა, არც ჩვე­ნი ემ­ცო­ე­ბის­თვის ეცა­ლა იქ ვინ­მეს, ყვე­ლას თა­ვი­სი სენ­ტი­მენ­ტე­ბი ჰქონ­და და ვე­რა­ვის შე­ვა­წუ­ხებ­დი ჩემი ოჯა­ხის ამ­ბე­ბით.

ლავ­რენ­ტის­თან რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­და­ვი­ღეთ და მე მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე, თან სულ იმა­ზე მე­ფიქ­რე­ბო­და, რო­გორ მო­ვუყ­ვე­ბო­დი ლავ­რენ­ტის­თან შეხ­ვედ­რას ჩემს დე­ი­დას და დე­ი­დაშ­ვილს ცო­ცხლე­ბი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ… ასე ვრცლად ეს ამ­ბა­ვი პირ­ვე­ლად მოვ­ყე­ვი. ადრე დავ­წე­რე და პოს­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­კარ­გა, ახლა აღ­ვად­გი­ნე და თან ცხა­რე ცრემ­ლით მე­ტი­რე­ბა, გუ­ლის­გა­ხეთ­ქვამ­დე მე­ნატ­რე­ბა დე­ი­და­ჩე­მი და ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი, ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი, ბავ­შვი­ვით სუფ­თა და მი­ა­მი­ტი კაცი. ნუგ­ზარ­ზეც მოვ­ყვე­ბი ოდეს­მე”…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
  • მძღოლები 2000 ლარით დაჯარიმდებიან – მნიშვნელოვანი ცვლილება კანონში
  • 🎥”შენმა დედამ უნდა თქვას, შვილი გავზარდეო” – სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge