Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“იავადმყოფა, ჩუმად, თავისთვის… ბოლოს ისე გახდა, ვერც იცნობდით” – მსახიობები მამუკა ლორიას იხსენებენ

January 27, 2021
“იავადმყოფა, ჩუმად, თავისთვის… ბოლოს ისე გახდა, ვერც იცნობდით” – მსახიობები მამუკა ლორიას იხსენებენ

მამუკა ლორია გარდაიცვალა. ბოლო ხანებში უავადმყოფია. ბოჰემურმა ახალგაზრდულმა წლებმა თავისი ცუდი ნაყოფი გამოიღო… მსახიობს ღვიძლი დაუავადდა. ებრძოდა მძიმე სენს. ბოლოს ლოგინშიც ჩაწოლილა.

რუსთაველის თეატრში უამრავი როლი აქვს ნათამაშები. კინოში, ეს სახასიათო მსახიობი, ვერ გამოიყენეს რეჟისორებმა. როგორც ხდება ხოლმე, ჩვენთან. წავა და მერე ტყდება ვიშვიში… სათანადოდ რომ ვერ მიაქცევენ ადამიანს ყურადღებას, ვერ დააფასებენ. არადა, 65 წელი რა არის?

რუსთაველის თეატრის მსახიობები დიდი სიყვარულითა და დანანებით იხსენებენ თავიანთ “ლორკას”.

სხვათა შორის, ბოლო ორ თვეში, რუსთაველის თეატრმა ორი კარგი მსახიობი დაკარგა. დეკემბერში რუსლან მიქაბერიძეც  შეუერთდა მარადისობას.

დათო დარჩია: – მამუკა ამ დილით დაიღუპა და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ერთი გამოტირება მოვასწარი. თეატრში მისვლიდანვე გავიცანი და დავძმაკაცდით. პირველ სპექტაკლში, დათო საყვარელიძის “პირდაღებულში”, დიდ სცენაზე, მამუკასთან ერთად ვითამაშე. წარმოიდგინეთ, რა დღეში უნდა ვიყო.

უნიჭიერესი მსახიობი იყო და ამას რომ თავი დავანებოთ, უსაყვარლესი პიროვნება იყო.

სამწუხაროდ, კინოში კარგად ვერ გამოიყენეს მისი ნიჭიერება. თეატრმა ხომ უნიჭიერესი მსახიობი დაკარგა.  ბევრი რამ შეეძლო.

საოცარი ენა ჰქონდა, გურული იუმორი. სიტუაციებიდან ისე ოსტატურად გამოძვრებოდა, გაოცდებოდით.

ბოლო ხანებში თეატრში შემოივლიდა ხოლმე. გამხდარი ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლოს უკვე სხვანაირი სიგამხდრე ჰქონდა, შეატყობდი, თუმცა მხნედ იყო. მერე ჩაწვა კიდეც.

იავადმყოფა, ჩუმად, თავისთვის. ვერანაირად რომ ვერ ეხმარები, განიცდი. თან ახალგაზრდა იყო.

ამ მძიმე სენმა ასეთი მაგარი ადამიანი წაგვართვა. ეჰ, მიდის ეგ თაობა…

კითხვის გაგრძელება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge