Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“შვილის გაჩენა ქორწინების გარეშე რთული იყო…” – ვინ უყვარდა ბესელიას თავდავიწყებით

January 3, 2021
“შვილის გაჩენა ქორწინების გარეშე რთული იყო…” – ვინ უყვარდა ბესელიას თავდავიწყებით

პოლიტიკოს ეკა ბესელიას 2 შვილი ჰყავს რატი და ლიზი. ის ნაკლებად საუბრობს პირად ცხოვრებაზე და აღნიშნავს, რომ პირად სივრცეზე საუბარი დიდად არ უყვარს.

როგორც პოლიტიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს სიყვარულის ყველაზე დიდი გამოხატვა თავგანწირვაა.

მისი თქმით, ცხოვრებაში ერთხელ თავდავიწყებით ჰყვარებია და საყვარელი ადამიანის გამო ბევრი რამ გაუკეთებია, რასაც საკუთარი თავისთვის არასდროს გააკეთებდა.

ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას იხსენებს ძველ დროს, როდესაც ლიზაზე იყო ფეხმძიმედ და შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა.

როგორც ცნობილია ბესელიას რჩეული, ზურა გებულაძეა.

„იოლი არ იყო, მაგრამ, ისე ვოცნებობდი გოგოზე, რომ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. ლიზის დაბადებამდე მე და ლიზის მამა თითქმის ოთხი წელი ვცხოვრობდით ერთად.

უკვე ათი წელი გავიდა ჩვენი ურთიერთობის დასაწყისიდან, ათი წელი ერთად ყოფნა კი მთელი ცხოვრებაა.

როცა ადამიანი გიყვარს, შენ გვერდით არის, და ორივეს გაქვთ სურვილი, გყავდეთ შვილი – ეს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა.

მადლობა უფალს, რომ მყავს ლიზი, რომელმაც მთლიანად შემცვალა. მე და ზურას ძალიან მეგობრული, ურთიერთობა გვაქვს…

თუ ადამიანი გიყვარს, ის შენი მეგობარიც უნდა იყოს. ზურა იმდენად კარგი, განათლებული, კულტურული ადამიანია, თუკი ვინმეს აზრი მაინტერესებს საჯარო გამოსვლების შემდეგ, უპირველესად ეს ზურაა.

მას ვურეკავ, ან შეტყობინებას ვუგზავნი ხოლმე ტექსტით:

„როგორი იყო“?

ზურა ჩემი ყველაზე ობიექტური და უტყუარი შემფასებელია. ის ძალიან თბილი და ყურადღებიანი მამაა, საღამოობით ის და ლიზი თითქმის სულ ერთად არიან – ამით ზურა ძალიან ავსებს ლიზის ცხოვრებას, რადგან მე ჩემს გოგონას მხოლოდ შაბათ-კვირას ვნახულობ.

ლიზი სულ მირეკავს და მეუბნება, რომ ძალიან ვენატრები. ლიზი ჩემი აუხდენელი ოცნებებია – ყველაფერი გადავიტანე მასში, როგორიც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი.

ის ჩემზე ბევრად ძლიერი ქალი იქნება, რადგან, ზურასგანაც გენეტიკურად ბევრი კარგი და საინტერესო თვისება აქვს „აღებული.”

ვერ წარმოიდგენთ, ისეთი საინტერესო გოგოა, ბევრი ნიჭი აქვს, საოცარ ლექსებს წერს, არტისტულია, სპორტული, უყვარს ცეკვა, ისეთი თბილი და კომუნიკაბელურია, მეც მიკვირს. მე ვერ ვიყავი ისეთი ლაღი, როგორიც ლიზია“,- ამბობს ბესელია.

წყარო: “დაიჯესტი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარდაიცვალა ცნობილი ექიმი
  • “დედას უნახავს საწოლში გარდაცვლილი”- რა გახდა წალენჯიხაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი
  • „გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას…“ – ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge