ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალსოფელში 2 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სახლის აუზში ჩავარდა, დედა სასწრაფოს მოსვლას არ დაელოდა და საკუთარი ავტომობილით წაიყვანა საავადმყოფოში. გზაზე კი სხვა ავტომობილი დაეჯახა.
მედიკოსებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. დედის მდგომრეობა დამაკმაყოფილებელია. მერის წარმომადგენლის, მინდია ცარციძის თქმით, შემთხვევის დეტალებს ახლა არკვევვს.