ცნობილმა ქართველმა რეპერმა ლექს-სენმა ცოტა ხნის წინ, პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დილით მას საკუთარ ავტომობილზე ერთი ნაწილი დახვდა მოპარული.
“ნანატრი საქართველო მეგობრები. დილით ჩამოვედი და მანქანაზე რაღაც დეტალი დამხვდა მოპარული. დამუშავებული ქურდები არიან, თვალში რომ არ მომხვედროდა, სხვა პლასტმასი დაახურეს.
პატრულს ველოდები, გავიდა ერთი საათი, იქედან მირეკავენ და მეკითხებიან, რა ნაწილია მოპარული, ძვირიანია თუ არა, დაზღვეული მყავს თუ არა ავტომობილი და ბოლოს მეუბნებიან კაი, კაი რაღაცას მოვიფიქრებთ.
ეს არის ჩვენი ნანატრი ქვეყანა, გაგაგებინებთ რა მოხდება” – ამბობს ვიდეოში მუსიკოსი.
“პრაიმამბები” მეტი დეტალის გასაგებად ლექს-სენს დაუკავშირდა.
– ახლა მოვიდა კრიმინალური პოლიცია, მუშაობენ, მაგრამ საშველი რა არის. მანქანის ნაწილზე არ არის საუბარი, ერთს მეორე მოყვება, მეორეს მესამე და ა.შ. ახლა გაირკვა, რომ თურმე მეზობლებსაც ეკარგებათ რაღაცეები.
– დიდი ზარალი მოგადგათ?
– დაახლოებით 50 ლარი ღირს მოპარული ნაწილი. მაგრამ ნაწილზე არ არის საუბარი.
წყარო: primeambebi.ge