ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ოსრული ქობულეთში მცხოვრები 28 წლის თიკო-ზეინაბ შაინიძე ავარიის დროს მანქანაში მყოფ 6 წლის შვილს გადაეფარა და თვითონ სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.
“ქობულეთიდან თბილისში მიდიოდნენ. საჭესთან ზეინაბის მეუღლე იჯდა. ასევე ავტომობილში იყო მისი მამა და 6 წლის ბავშვი. მეუღლე და მამა არ დაშავებულან. თვითონ თითქმის ცხრა თვის ორსული იყო, შვილს გადაეფარა და მძიმედ დაშავდა. ბავშვი ამჟამად ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში იმყოფება გამოკვლევებზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნმობილია, საპირისპიროდ გადაჭარბებულიმ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა”, – განუცხადა “პრიმტაიმს” გარდაცვლილის ნათესავმა.