„ეგვიპტეში, ზვიგენის თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ქალი დაიღუპა.“ – ამის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრზე დაყრდნობით ვრცელდება.
ეგვიპტის პოპულარულ საზღვაო კურორტ ჰურგადაში 68 წლის ავსტრალიელი ქალის ზვიგენის თავდასხმის შედეგად გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა.
გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მინისტრი იასმინ ფუადი აღნიშნავს, რომ ჰურგადის სამხრეთით მდებარე საჰლ ჰაშიშის მიმდებარე სანაპიროზე ზღვაში საცურაოდ შესულ ორ ქალზე ზვიგენის თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამჟამად მეცნიერული ანალიზის გაკეთების ინფორმაციის შეგროვებით არის დაკავებული.
გარემოს დაცვის სამინისტრო წუხს უბედური შემთხვევის გამო, უსამძიმრებს ორი დაღუპულის ოჯახებს და სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერისთვის გულწრფელ მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, განსაკუთრებით კი გუბერნატორს, გენერალ-მაიორი ამრ ჰეფნის“ – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
პრესის მიერ მოპოვებული დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, ზვიგენის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მეორე ტურისტი რუმინეთის მოქალაქეა.