ცოტა ხნის წინ ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ქორწილის ფოტოგრაფმა დავით ჭალიძე სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მანსპინძლებს აკრიტიკებდა.
“მიქსმეტრონომი” მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაედგინა საქმის დეტალები, პოსტის წაშლა იყო მისი გადაწყვეტილება თუ სხვა გარემოებების გამო წაშალა მან აღნიშნული სტატუსი, თუმცა დავით ჭალიძეს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და ზარებს არ პასუხობს.