საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 00:46 საათზე, ანაკლიასთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.5(ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ ვრცელდება.