ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილობრივების ცნობით, ცეცხლი უკვე გადავიდა ახალციხის მუნიციპალიტეტში და უახლოვდება სოფლებსაც.
ბორჯომში ტყე უკვე მეხუთე დღეა იწვის. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული პირები ცეცხლის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან სამხედროებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, მეხანძრე – მაშველები, ვერტმფრენები, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.